უცხოეთი
ლიბიაში მუამარ კადაფის ვაჟი მოკლეს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ლიბიაში მუამარ კადაფის ვაჟი მოკლეს. როგორც ოჯახი იუწყება, სეიფ ალ-ისლამი ქალაქ ზინტანში, საკუთარ რეზიდენციაში იმყოფებოდა, სადაც ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა.

გავრცელებული ცნობით, სეიფ ალ-ისლამი ბოლო პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებას აქტიურად ცდილობდა. კერძოდ, სეიფ ალ-ისლამს, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ აბდულ ჰამიდ დბეიბეჰისთვის კონკურენცია გაეწია.

1tv.ge