აქტუალური
დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა, ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-72-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 22-ე კმ (სოფელი ნამოხვანი) მონაკვეთზე, ღვარცოფული გამონატანების გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.