საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. 6 თებერვალს უცნობმა პირმა სამხედრო მაღალჩინოსანს საცხოვრებელ სახლთან ცეცხლი გაუხსნა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გენერალ ვლადიმირ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში თანამზრახველები დაადგინა. ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს.
„რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ აღძრულისისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაადგინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევის მკვლელობის თანამზრახველები“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, 6 თებერვალს უცნობმა პირმა სამხედრო მაღალჩინოსანს საცხოვრებელ სახლთან ცეცხლი გაუხსნა. იგი კლინიკაშია გადაყვანილი. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ბრუნვის მუხლებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ალექსეევზე თავდასხმა აჩვენებს უკრაინის მზაობას, წავიდეს მუდმივ პროვოკაციებზე, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას მიზნად ისახავს.
sputnik-georgia.com