საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა შუა დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს, როვშან რუსტამოვს, თურქმენეთის რკინიგზის ტრანსპორტის მინისტრს, მამეტ აკმამედოვს, უზბეკეთის რკინიგზის საბჭოს თავმჯდომარეს, ზუფარ ნარზულაევსა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, ლაშა აბაშიძეს შორის.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხები, ასევე რკინიგზის სექტორსა და რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტის, შუა დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის საკითხებზე. აღინიშნა ოპერაციების გაციფრულების მნიშვნელობა ტვირთების უფრო ეფექტური გადაზიდვისთვის.
ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სატვირთო გადაზიდვების გაციფრულება და განვითარება შუა დერეფნის გასწვრივ, ასევე დერეფნის დიაგნოსტიკა.