უცხოეთი
საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა.
სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რაკეტა „დაფიქსირდა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეების გავლით და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალ მდგომარეობაში“.
„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელმაც შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
1tv.ge