პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სამმაგი დარტყმა - აშშ-ის მარცხი უარყოფითად აისახება რუსეთზე

   „თუ ამერიკას ჰგონია, რომ მაშინდელივით (როგორც 2025 წლის 22 ივნისს – რედ.) დაბომბვით თავის საქმეს მოათავებს და განზე გადგება, ჩვენ კი იერიშების მოგერიება მარტო მოგვიწევს, ის ძალიან ცდება! ამჯერად ასე არ იქნება, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დავარტყამთმათთან ერთად თუ მათ გარეშე, და ომს მაშინ დავასრულებთ, როცა საჭიროდ მივიჩნევთ!“ – ასე აცხადებდნენ ცაჰალის მაღალჩინოსნები 28 თებერვლამდე ირანთან ომის მოლოდინში, რომელსაც დიდხანს, ღიად და ცინიკურად ამზადებდნენ – რადგან ეს თეირანთან მოლაპარაკებების ფონზე ხდებოდა. უმცროსი მოკავშირის მხრიდან უფროსი პარტნიორის მიმართ გაჟღერებული მსგავსი მესიჯები საგონებელში აგდებდა ბევრს და იმ აზრს ამყარებდა, რომ ისრაელს აშშ-ზე ზემოქმედების რაღაც ფარული მექანიზმები აქვს.

   ჰამასის ოპერაცია მძევლების ხელში ჩასაგდებად 2023 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ამის შემდეგ სამი წლის განმავლობაში ისრაელელები წარუმატებლად ომობდნენ და მხოლოდ აშშ და პრეზიდენტ ტრამპ დაეხმარნენ ისრაელს მის დასრულებაში. რით აიხსნება ასეთი ტონი, რამ გამოიწვია ასეთი უმადურობა? და რაში ხედავს დღეს თელ-ავივი ირანზე იერიშის აუცილებლობას, თუ გვერდზე გადავდებთ ირანული ბირთვული საფრთხის შესახებ ყბადაღებულ ლეგენდას? ამ სამი წლის განმავლობაში ისრაელმა ისედაც დიდი ზიანი მიაყენა საკუთარ ეკონომიკასა და ბიზნესს, რაკეტების მარაგი განახევრდა – რატომ არ უშვებენ ჭკვიანი ისრაელელები იმ აზრს, რომ სწორედ მათმა მტრებმა მოაწყვეს მაშინ ჰამასის ბოევიკების მიერ მძევლების აყვანა, ახლა კი თელ-ავივისა და თეირანის ომის პროვოცირებას ახდენენ ისრაელის დასასუსტებლად და დასაღუპად? სიტყვამ მოიტანა და, სად არის სამი წლის წინ დაწყებული გამოძიების შედეგები – თუ როგორ შეძლო ჰამასმა მოტოციკლებით ასე იოლად გადაეკვეთა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ისრაელის საზღვარი?

   ხოლო თუ მავემესამე ძალამ“, რომელმაც მაშინ ორმაგი დარტყმის პროვოცირება მოახდინაისრაელზეც და ირანზეც მათი დასუსტების მიზნით (აშშ-ის მასირებული შეტევ ირანის ბირთვული პროგრამის სამ საკვანძო ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში, რასაც ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმები მოჰყვა ისრაელზე), ახლა კვლავ მოახდინა გაცილებით მასშტაბური უკვე სამმაგი დარტყმისრეგიონული ომის პროვოცირება, რომლის საბოლოო და ირიბი მიზანი რუსეთის დასუსტებაცაა? ვინ არის ის ვერაგიმოჭადრაკე“, რომელმაც აშშ და ისრაელი ირანს დააპირისპირა, რათა პერსპექტივაში რუსეთი დაასუსტოს?

   ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გაიხსენეთ: ვინ აწარმოებდა ტრამპის პირველი პრეზიდენტობის შემდეგ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს და ლამის ციხეში ჩასვა, როცა ამტკიცებდნენ მის „ფარულ კავშირებს კრემლთან და პუტინთან, რომელთა ჩარევითაც ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა“? ვინ იყო შოკირებული ანკორიჯში ორი პრეზიდენტის უპრეცედენტო შეხვედრით, რომლებმაც უახლეს ისტორიაში პირველად მიაღწიეს ურთიერთგაგებას? ვის დაადგა ყელზე ძვალივით ტრამპისა და პუტინის მუდმივი კონტაქტი და ურთიერთპატივისცემა? როდესაც პუტინმა ზამთრის ყველაზე ცივ კვირას შეისმინა ტრამპის თხოვნა და არ დაბომბა უკრაინა, მისი ენერგეტიკული ობიექტები, თუმცა პუტინის ადგილას ნებისმიერი სწორედ მაშინ გატეხდა მტერს - ყინვა ხომ რუსების მთავარი მოკავშირე იყო ნაპოლეონისა და ჰიტლერის წინააღმდეგ?

   სსრკ-ში ამ ძალას „რეაქციულს“ და „ქორებს“ უწოდებდნენ, სხვადასხვა კონსპიროლოგიურ თეორიებში ფიგურირებს ტერმინები „მსოფლიო მთავრობა“, „ოქროს მილიარდის თეორია“; მიიჩნევა, რომ ყველა ომი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მფლობელი მაგნატების ინტერესებს ემსახურება და იწყება „ბანკირთა კლუბის“ მოწონებით, რომელშიც რამდენიმე უმდიდრესი ოჯახია გაერთიანებული. კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მოდაში იყო მასონური შეთქმულება და „ბილდერბერგის კლუბი“, დღეს კი მათ კრებსითად „სიღრმისეულ სახელმწიფოს“, Deep State-ს უწოდებენ.

   მაშ, რით არის ცუდი რუსეთისთვის, თუ აშშ-ის სამხედრო კამპანია, რომელიც, როგორც ჩანს, სახმელეთო ოპერაციის ჭაობში აღმოჩნდება, ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდება? საქმე ისაა, რომ ტრამპის მარცხი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება და მაშინაც კი, თუ მას თვენახევარში კონგრესი დაუჭერს მხარს) უარყოფითად აისახება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების ტენდენციაზე და დიდი კითხვის ნიშანია — მოინდომებს თუ არა ტრამპის მემკვიდრე თეთრ სახლში ამ მეინსტრიმის გაგრძელებას. თუ ტრამპი სკანდალითა და სირცხვილით წავა, მისი მემკვიდრე იძულებული იქნება „იცუროს“ ტრამპის მოქმედებების სრული საპირისპირო პრინციპით. ანუ, ის აიღებს კურსს არა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე („პუტინშეიძლება ცოტათი დაეხმაროს ირანს, ჩვენ ხომ ვეხმარებით უკრაინას?!“ — უპასუხა ამას წინათ ტრამპმა ჟურნალისტს), არამედ პირიქით — მასთან ტრადიციულ კონფრონტაციაზე ყველა ბოლო ამერიკელი პრეზიდენტის სტილში და აშშ-ის კავშირის რეინკარნაციაზე ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და უკრაინისთვის ერთობლივი დახმარების განახლებაზე.

   ყველაფერი ზემონათქვამი ასევე ეხება ჩინეთსაც, რომელსაც ტრამპის წინამორბედები აშშ-ის №1 მტერს უწოდებდნენ და პეკინთან ურთიერთობების ესკალაციის კურსს ატარებდნენ, ტრამპი კი პატივისცემითაა განწყობილი თავმჯდომარე სი ძინპინის მიმართ და საქმიანად უდგება ამერიკა-ჩინეთის თანამშრომლობას, თუმცა ყველაფერს ზედიზედგარიგებებსუწოდებს.

   რატომ წააგებს აშშ? არა იმიტომ, რომ რამადანის ბოლო პარასკევს, თავზე გადაფრენილი ამერიკული რაკეტების მიუხედავად, ათობით მილიონი ირანელი გამოვიდა ქუჩებში „ალ-ყუდსის“ (იერუსალიმის დღის) აღსანიშნავად — ყოველწლიური ირანული დღესასწაულისა, რომელიც პალესტინისადმი სოლიდარობის ნიშნად 1979 წელს აიათოლა ხომეინიმ დააფუძნა. არამედ იმიტომ, რომ ის, ვინც ომს ბავშვების მკვლელობით იწყებს, აუცილებლად წააგებს. ვინ გაუშვა ორი Tomahawk-ის რაკეტა მინაბის სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარე სკოლაზე, სადაც ოფიცრების შვილები სწავლობდნენ და რის შედეგადაც 170 პატარა გოგონა დაიღუპა? თანაც, რაკეტები ინტერვალით იქნა გაშვებული, რათა განმეორებითი დარტყმით ის ოფიცრები გაენადგურებინათ, რომლებიც შვილების გადასარჩენად გაიქცნენ? ვინ დაუგო ეს ხაფანგი ტრამპს სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს? Deep State-მა თუ ხელოვნურმა ინტელექტმამსოფლიოში უმსხვილესმა AI-სტარტაპმა Anthropic? (ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომელიც OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დააფუძნეს, დიდი ენობრივი მოდელების ოჯახის — Claude-ის შემქმნელი). რაც გააცამტვერა მელანია ტრამპის ყველა ძალისხმევა, რომელიც ასე ზრუნავდა უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაზე და პუტინს წერილიც კი მისწერა; რომელიც 2 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა, სადაც შეიარაღებული კონფლიქტების დროს ბავშვების მდგომარეობა განიხილებოდა; რომელიც ამ დღეებში მართავს გლობალურ სამიტს - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რათა ხელი შეუწყოს ბავშვთა განათლებას, განვითარებასა და კეთილდღეობას მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენებით... მაგრამ, როდესაც „შაჯარ ტაიების“ გოგონათა სკოლაში ბავშვების განათლებას მისმა მეუღლემ შეუშალა ხელი - სწორედ მოწინავე ტექნოლოგიებით აგებული რაკეტებით! - აშშ-ის პირველი ლედის მცდელობები ფარსად იქცა (ზუსტად ისევე, როგორც მაშინ, როდესაც აშშ მეორედ გავიდა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მელანია ტრამპმა მეუღლეს იქ დაბრუნება სთხოვა).

   ნიშანდობლივია, რომ ისრაელმა მაშინვე განაცხადა სკოლაზე დარტყმასთან კავშირის არქონის შესახებ და განმარტა, რომ თელ-ავივი ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ არ იბრძვის - მისი მიზანი თეირანის ბირთვული პროგრამის განადგურებაა. ამით ისრაელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის დამოუკიდებლობას აშშ-ისგან, რომელიც თავიდან აცხადებდა, რომ ირანელ ხალხსაიათოლების სისხლიანი რეჟიმის დამხობაში ეხმარებოდა.

   სხვა ვერსიები, მაგალითადრომ ნეთანიაჰუ აშანტაჟებს ტრამპს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებით, სადაც ის არასრულწლოვანებთანაა აღბეჭდილი, ან რომ ტრამპმა სპეციალურად დაარტყა ირანს, რათა ნავთობზე ფასების ზრდის პროვოცირება მოეხდინა და ამით თავის მეგობარ პუტინს“, ასევე მეგობარ მასკს (რომლისტესლასელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება) ეშოვნათ დიდი ფული, ნაკლებად სავარაუდოა. სამაგიეროდ ფაქტია, რომ ტრამპმა არ შეასრულა ამერიკელი ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა - რომ ისინი იცხოვრებდნენ მდიდრულად და ისევ ივლიდნენ ლამაზი, დიდი ძრავის მქონე ამერიკული ავტომობილებით და არა ჩინური და იაპონური მცირელიტრაჟიანი ჰიბრიდებით.

გულწრფელი არ ვიქნები, თუ არ ვიტყვი, რომ მთელი ეს მსოფლიო არეულობა პირველ რიგში ჩემი სამშობლოს – საქართველოს გამო მაწუხებს, რომელიც მდიდარია მტკნარი წყლით, რომელიც მალე ოქროზე და ნავთობზე ძვირი ეღირება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება უკვე დღესვე უნდა მიუდგეს ამ საკითხს – „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის საშინაო პოლიტიკაში არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, მით უმეტეს, როცა სომხეთისა და აზერბაიჯანის ირანთან საზღვრებზე უკვე ისმის რაკეტების აფეთქების გრუხუნი!

   მაგრამ მხოლოდ წყლით ვერ იცოცხლებ – საქართველოს სჭირდება პური და ენერგომატარებლები, რომლებსაც რუსეთი და აზერბაიჯანი იძლევიან, ამიტომ მათთან სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიული კავშირიც კი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა და არა „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ კურტიზანი ევროპის მიმართ, რომელმაც არ დააფასა საქართველოს „პლატონური სიყვარული“ .

   წმინდა ადამიანურად შეიძლება გაიგო იმ ქართველი პოლიტიკოსების ჰამლეტისეული ტრაგედია, რომლებიც მთელი ცხოვრება დასავლეთზე ლოცულობდნენ და ყველას არწმუნებდნენ, რომ ზეზვა და მზია იყვნენ „Homo erectus georgicus“, ანუ ქართველები – პირველი ევროპელები, რომელთა ოჯახიც ევროკავშირია. დღეს კი, როცა ქართველები „სახლში არ შეუშვეს“, ქართველი პოლიტიკოსები იძულებულნი არიან საპირისპირო დაამტკიცონ, რადგან „ევროპულ სახლში“ ქაოსი, ინცესტი და ჰომოსექსუალიზმი, ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლის ოპერაციები სუფევს. ამასთანავე, „ევროპული ცივილიზაციური დემოკრატიული ღირებულებები“ და „განათლებული ევროპა“ დიდი ბლეფი აღმოჩნდა, რადგან ევროპარლამენტის დეპუტატებმაც კი ვერ შეძლეს რუკაზე ირანის პოვნა!

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

17 მარტი, 2026 წელი
საქართველო, თბილისი