უცხოეთი
მარკო რუბიო ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ მრევლს.

მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს“, - წერს სახელმწიფო მდივანი.

bm.ge