რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სპეცოპერაცია 22.02.22 და ოპერაცია 08.08.08

   მეუბნებიან: როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო, თქვენ თქვით, რომ ის რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, მაგრამ აი, უკვე ოთხ წელზე მეტია და დასასრული ჯერ არ ჩანს. პასუხად მომყავს დონალდ ტრამპის სიტყვები: უკრაინასთან ერთი დღეში იქნებოდა ყველაფერი დამთავრებული, აშშ რომ არ დახმარებოდა — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ ხუთშაბათს ბრიფინგზე.

ერთი წინადადებით ტრამპმა მყისიერად დაანგრია ქართული ოპოზიციის პროპაგანდისტული კამპანია რუსული არმიის შესახებ — აქაოდა, „უვარგისია, როგორც ყველაფერი რუსული, მას არ შეუძლია უკრაინელების დამარცხება, თუმცა უკვე იმაზე მეტი დრო გავიდა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა; მაგრამ ამის მიუხედავად, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის კრემლისტური ხელისუფლებამ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია და კურსი ჩრდილოეთისკენ აიღო“.

   წინა ანტირუსული კამპანია საქართველოში სპეცოპერაციასთან ერთად დაიწყო და მისი მესიჯი, პირიქით, რუსეთს ყოვლისშემძლე და დაუნდობლად წარმოაჩენდა, უკრაინას კიუბედურად: „პუტინი, მარსივით, ცეცხლით წვავს და უკრაინაში ყველაფერს ზედიზედ აფეთქებს!“. ისიც დაიშალა მას შემდეგ, რაც აშშ-მა 28 თებერვალს თავს დაესხა ირანს და ქართველმა რუსოფობებმა ტელევიზორში ნახესრას ნიშნავსცეცხლით წვა და ყველაფრის ზედიზედ აფეთქება.

პეპლის ეფექტი

2008 წლის 7 აგვისტოს წინა დღეებში, ან თუნდაც ცხინვალში სამხედრო პროვოკაციის დაწყების შემდეგ, რუსულ სპეცნაზს რომ ჩაეტარებინა სპეცოპერაცია პრეზიდენტ სააკაშვილის შესაპყრობად და ის მოსკოვში გადაეყვანაზუსტად ისე, როგორც ამერიკულმა სპეცნაზმა 2026 წლის 3 იანვარს შეიპყრო ვენესუელის პრეზიდენტი მადურო და ის ნიუ-იორკში გადაიყვანასამხედრო ოპერაცია საქართველოს მშვიდობის იძულებისათვისსაჭიროება აღარ იარსებებდა. გადარჩებოდა ასობით სიცოცხლე, ათეულობით ათასი მოქალაქე გააგრძელებდა საკუთარ სახლებში ცხოვრებას და არ იქცეოდნენ ლტოლვილებად, საქართველო არ დაკარგავდა ტერიტორიების 20%-ს და გახდებოდა სუვერენული, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანად დამბრუნებელი აყვავებული ქვეყანა, ხოლო ქართველი ხალხი რუსეთის მადლიერი დარჩებოდა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისგან დახსნისათვის.

   მეტიც - სააკაშვილი არ გაემგზავრებოდა უკრაინაში თავისი „რევოლუციონერი“ პოლიტტექნოლოგების, ყოფილი ზონდერ-ძალოვნებისა და დაქირავებული სამხედროების გუნდთან ერთად, არ მოაწყობდა ევრომაიდანს 2013 წლის ნოემბერში თავისი სნაიპერებით, არ ჩამოაყალიბებდა „ქართულ ლეგიონს“ და ომი დონბასში, შესაბამისად, არ დაიწყებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა და ათეულობით მილიონი არ გახდებოდა ლტოლვილი, უკრაინა იქნებოდა აყვავებული ქვეყანა ევროპის ცენტრში და ნატოს ქვეყნები არ გაილაშქრებდნენ რუსეთის წინააღმდეგ — არ დაეხმარებოდნენ უკრაინას შეიარაღებითა და ასეულობით მილიარდით, რის გამოც სპეცოპერაცია დღემდე გრძელდება.

   ამას ჰქვია პეპლის ეფექტი — თუ როგორ შეიძლება უმნიშვნელო მოვლენებმა მსოფლიოს ერთ წერტილში გამოიწვიოს გლობალური არაპროგნოზირებადი კატაკლიზმები ცხრა მთას იქით, დაშორებულ ლოკაციაზე. „პეპელა“, ანუ სააკაშვილი, რუს სპეცნაზელებს დროულად რომ „ქინძისთავის დაეფიქსირებინათ“ (ნემსზე ჯდომა ქინძისთვის უცხო როდია!) და არ მიეცათ „ფრთების ქნევის“ საშუალება, მაშინ არ მოხდებოდა გლობალური ომი უკრაინაში ევროკავშირისა და აშშ-ის მონაწილეობით.

პეპლის ეფექტისკლასიკური მაგალითი: 1907 და 1908 წლებში ახალგაზრდა ჰიტლერი ორჯერ ცდილობდა ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩაბარებას, მაგრამ მისი ნამუშევრები საკმარისად ნიჭიერად არ მიიჩნიეს. მიმღებ კომისიას სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღო, ჰიტლერი მხატვარი გახდებოდა და სამყარო აირიდებდა მეორე მსოფლიო ომს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

21 მარტი, 2026 წელი
საქართველო, თბილისი