სამართალი
ილია მეორის დაკრძალვას აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა დაესწრო

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.

გაფონოვას აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ - აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ცერემონიაში მონაწილეობას დელეგაციასთან ერთად მიიღებს.

მანამდე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საქართველოში ჩამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

ასევე საქართველოში ჩამოვიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.