საზოგადოება
საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. "მიიღეთ უღრმესი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. წავიდა ამქვეყნიდან განსაკუთრებული სულიერი ძალის მქონე ადამიანი, რომლის მრავალწლიანი მსახურებაც რწმენის აღორძინებისა და ერთიანობის საფუძველი გახდა. მისი სიბრძნე, სიკეთე და დაუღალავი ლოცვა მშვიდობისთვის სამუდამოდ დარჩება მილიონობით ადამიანის გულში. ქართველ ხალხთან და მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსესთან ერთად, ვიზიარებთ ამ აუნაზღაურებელი დანაკარგის ტკივილს", — ნათქვამია წერილში.