აქტუალური
საქართველო-უკრაინის ვაჭრობა $61.1 მილიონამდე გაიზარდა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. 2026 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა 28.9%-ით, 61.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვაჭრობის ზრდაში დიდი წილი ექსპორტის მატებამ შეიტანა. ამ პერიოდში უკრაინაში საქონლის გაყიდვით 23.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 78.8%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ამგვარად, ქვეყანამ, რომელიც უკვე 4 წელია რუსეთთან ომშია ჩართული, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2.3%-იანი წილით მე-9 ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უკრაინაში ექსპორტის ზრდა ქართული აზოტოვონი სასუქების გადაზიდვების გააქტიურებამ განაპირობა.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ამ მიმართულებით აზოტოვანი სასუქების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა და ექსპორტის ხელშესახები მხოლოდ გასულ 2025 წელს გახდა, როდესაც უკრაინაში 7 მილიონი დოლარის 21 579 ტონა სასუქი გავყიდეთ. 2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკის მიხედვით კი 2 თვის ექსპორტი შარშანდელ წლიურ მაჩვენებელსაც აღემატება.

უკრაინაში იანვარ-თებერვალში გაყიდული საქონლის TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

აზოტოვანი სასუქები - $9 მლნ, 28 321 ტონა;

ეთილის სპირტი - $3.4 მლნ, 846 036 ლიტრი;

მინერალური წყლები - $3.2 მლნ, 3 881 154 ლიტრი;

ახალი ან შეყინული ბოსტნეული - $2 მლნ, 766 ტონა;

ორთოპედიული სამარჯვები, სხეულის ხელოვნური ნაწილები - $1.3 მლნ, 700 კგ;

ღვინო - $1.3 მლნ, 504 670 ლიტრი;

მსუბუქი ავტომობილები - $1.1 მლნ, 120 ერთეული;

ლიმონთები - $742 ათასი, 589 572 ლიტრი;

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $275 ათასი, 158 ტონა;

თხილი და სხვა კაკალი - $232 ათასი, 34 ტონა.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 9.3%-ით გაიზარდა იმპორტიც. შესაბამისად საქართველომ უკრაინიდან 37 მილიონ 295 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. აქედან შოკოლადის და კაკაოს შემცველი პროდუქტების იმპორტი თითქმის გაორმაგებულია.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

შოკოლადი და კაკაოს შემცველი პროდუქტები - $5.1 მლნ, 824 ტონა;

პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი - $2.5 მლნ, 844 ტონა;

ახალი ან გიყინული შინაური ფრინველის ხორცი - $2.5 მლნ, 1 443 ტონა;

კოპტონი და სხვე მყარი ნარჩენები - $1.5 მლნ, 4 068 ტონა;

ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები - $1.2 მლნ, 309 ტონა;

სამკურნალო საშუალებები - $1.1 მლნ, 399 ტონა;

საცობები, ხუფები და სახურავები - $1 მლნ, 96 ტონა;

ალუმინის ცისტერნები, კასრები, დოლები, ქილები და სხვა - $1.1 მლნ, 100 ტონა;

შესქელებული რძე და ნაღები - $1 მლნ, 437 ტონა;

ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები, რძის პასტები - $947 ათასი, 137 ტონა.

bm.ge