საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.