საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 2-10 თეთრით, დიზელის კი 7-20 თეთრით გაიზარდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 17 მარტის შემდეგ 24 მარტს შეიცვალა. ჯამში ერთკვირიან ჭრილში გაძვირება 10 თეთრია. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.83, ზრდა - 10 თეთრი;
G-Force პრემიუმი - ₾3.43, ზრდა - 10 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.29, ზრდა - 10 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾3.27, ზრდა - 10 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.67, ზრდა - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.57, ზრდა - 10 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 19 მარტის შემდეგ 21 მარტს შეიცვალა. თუმცა გასამართი სადგურების ქსელში საწვავი გასული კვირის დასაწყისში 10 მარტსაც გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ერთი კვირის ჭრილში საწვავი ტიპის მიხედვით 7-20 თეთრით გაძვირდა.
დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი - ₾3.76; ზრდა კვირის ჭრილში - 7 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.36; ზრდა - 9 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.68; ზრდა - 20 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.53; ზრდა - 10 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.19; ზრდა - 7 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾3.48; ზრდა - 10 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლოს დღეს შეიცვალა, მანამდე კი არქივის მიხედვით ცვლილება 20 მარტს და 17 მარტს ფიქსირდება.
17 მარტის შემდეგ ბოლო ერთ კვირაში საწვავი Socar-ში 3-15 თეთრით არის გაძვირებული. ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.67; ზრდა - 3 თეთრი;
ნანო პრემიუმი - ₾3.30; ზრდა - 10 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი - ₾3.14; ზრდა - 10 თეთრი;
ევრო 5 დიზელი - ₾3.40; ზრდა - 5 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.50; ზრდა - 15 თეთრი
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქსელებში ბენზინი და დიზელი გაძვირდა.
Rompetrol-ის ქსელში ერთი კვირის ჭრილში ფასი ამ დროისთვის არ შეცვლილა. დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Efix სუპერი - ₾3.68;
Efix ევრო პრემიუმი - ₾3.33;
ევრო რეგულარი - ₾3.17;
Efix ევრო დიზელი - ₾3.52;
ევრო დიზელი - ₾3.47;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Euro Super – ₾3.67; უცვლელი
Premium Avangard - ₾3.30; ზრდა - 2 თეთრი;
Euro Regular - ₾3.17; ზრდა - 2 თეთრი;
Euro Diesel - ₾3.52; ზრდა - 7 თეთრი.
bm.ge