აქტუალური
თურქეთში აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ტრანზიტი 36%-ით შემცირდა

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. 2025 წელს აზერბაიჯანმა თურქეთის მიმართულებით 36%-ით ნაკლები ელექტროენერგია გაიტანა, რამაც საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი შეამცირა.

სემეკის ინფორმაციით, 2025 წელს ჯამში 870 მლნ კვტ.სთ დენის ტრანზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. აქედან 646 მლნ კვტ.სთ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით ნაკლებია.

179 მლნ კვტ.სთ რუსეთმა თურქეთის მიმართულებით გაატარა, რაც წლიურად 200%-იანი ზრდაა, ხოლო 45 მლნ კვტ.სთ დენის ტრანზიტი იყო სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით.

ბოლო წლებში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი რეკორდულად იზრდებოდა, თუმცა შარშან 870 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.

ბოლო ხუთ წელში დენის ტრანზიტი:

2025 წელი - 870 მლნ კვტ.სთ;

2024 წელი - 1 074 მლნ კვტ.სთ;

2023 წელი - 3 444 მლნ კვტ.სთ;

2022 წელი - 3 160 მლნ კვტ.სთ;

2021 წელი - 1 184 მლნ კვტ.სთ;

ტრანზიტის რეკორდული მოცულობა თურქეთში ელექტროენერგიაზე გაზრდილ ფასს უკავშირდებოდა, თუმცა 2024 წლიდან ფასი დასტაბილურდა და შესაბამისად იკლო ტრანზიტის მოცულობამაც. საქართველოს გადამცემ ხაზებს დენის თურქეთში ექსპორტისთვის ძირითადად თურქეთი იყენებს.