საზოგადოება
თამარ ჩერგოლეიშვილი: აშშ-ში წარვადგენთ გეგმას, როგორ ვცვლით ხელისუფლებას

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით, რომ წარვადგინოთ გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, აშშ-ში გამგზავრებამდე „ოპოზიციის ალიანსის“ წევრები ევროპაში ჩავლენ.

იგეგმება ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამდე ალიანსის წევრებს ევროპაში გვექნება ვიზიტი ალიანსის სახელით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.