საქართველო, 7 მაისი, საქიფორმი. სწორედ ახალგაზრდობაა ის ხიდი, რომელიც განამტკიცებს მეგობრობას საქართველოსა და რუსეთს შორის, ამიტომ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სტუდენტების ხმა ყველაზე მაღალ დონეზე ისმოდეს, – განაცხადა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა მამუკა ფიფიამ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.
სახელმწიფო დუმაში დეპუტატების შეხვედრა გაიმართა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან. ფიფია მიწვეული იყო, როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი და სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ექსპერტი.
„მსგავსი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე ამ ახალგაზრდებში უდიდეს პოტენციალს ვხედავ. სწორედ ახალგაზრდობა წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას და აშენებს ჩვენს საერთო მომავალს. ჩვენ, როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, გავაგრძელებთ სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველი სტუდენტობის ხმა ყველაზე მაღალ დონეზე ისმოდეს“, – განაცხადა ფიფიამ.
მისი თქმით, შეხვედრა გაიმართა რუსეთის უმსხვილესი უმაღლესი სასწავლებლების ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებთან, კომიტეტისა და დსთ-ს ქვეყნების სტუდენტთა საზოგადოების ერთობლივი მუშაობის ფარგლებში. „ჩვენ ახალგაზრდებთან ნამდვილად ღია დიალოგი ვაწარმოეთ“, – აღნიშნა მან.
განხილვაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყაზბეგ ტაისაევი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ექსპერტი და პროექტის ხელმძღვანელი სოფია ჩაჩია, დსთ-ს ქვეყნების სტუდენტთა საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი მიკაილა სულეიმანოვა.
რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ქართული სათვისტომოების წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტისა და დსთ-ს ქვეყნების სტუდენტთა საზოგადოების მუშაობის ფარგლებში.
ოცდაათმა ყველაზე აქტიურმა სტუდენტმა მიიღო შესაძლებლობა, პირდაპირი შეკითხვები დაესვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და სტუდენტური საზოგადოების მუშაობის პერსპექტივების შესახებ.