საზოგადოება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვა დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, საქართველოს მოქალაქეებს

 ძვირფასო ვეტერანებო!

პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო!

გულითადად გილოცავთ დიდი გამარჯვების 81-ე წლისთავს.

9 მაისი წმიდათა წმიდა დღესასწაულია რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის. ამ დღეს ჩვენ უსაზღვრო მადლიერებისა და გულწრფელი სიამაყის გრძნობით ვიხსენებთ ჩვენი მამებისა და ბაბუების დიდებულ გმირობასა და უთვალავ მსხვერპლს, რომლებიც მხარდამხარ ებრძოდნენ ნაცისტურ დამპყრობლებს ფრონტზე და თავდაუზოგავად შრომობდნენ ზურგში დიდი გამარჯვებისთვის.

ჩვენს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხანგრძლივმა, კეთილმა ტრადიციებმა ღირსეულად გაუძლო მძიმე საომარი წლების განსაცდელს. ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის ჩვენი საერთო ზნეობრივი ვალია.

გულწრფელად ვუსურვებ პატივცემულ ვეტერანებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას. ხოლო საქართველოს ყველა მოქალაქეს – მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ვ. პუტინი
ქ. მოსკოვი, კრემლი
2026 წლის 30 აპრილი