უცხოეთი
დონალდ ტრამპი - უკრაინაში ომის დასრულება ძალიან ახლოსაა

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი დასასრულს უახლოვდება და მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება იქნება.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ უკრაინაში ომის დასრულება ძალიან ახლოსაა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ „საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის“.

interpressnews.ge