აქტუალური
თბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტი შავიზღვისპირა ქვეყნებს მოუწოდებს, "თევზის შენარჩუნების საერთო პოლიტიკას მხარი დაუჭირონ, რადგან ხშირი თევზჭერის გამო შავი ზღვის ბინადრებს განადგურება ემუქრებათ".
ევროკავშირმა გადაწყვიტა, სპეციალური სამუშაო ჯგუფები შექმნას, რომელთა საქმიანობაშიც ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმაც, პირველ რიგში კი რუსეთმა და თურქეთმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.
მალე მათ საქართველო და უკრაინაც შეუერთდება.