რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დარტყმა წელს ქვემოთ

   წელს ქვემოთ დარტყმას უწოდებენ მდაბალ, მოულოდნელ და აკრძალულ ქმედებებს, რომლებიც ყოველგვარ წესს გვერდს უვლის. ამ ფრაზეოლოგიზმის ფესვები სპორტულ ორთაბრძოლებშია, სადაც წელს ქვემოთ დარტყმა აკრძალული და დასჯადია, არასპორტული საქციელისთვის დისკვალიფიკაციის ჩათვლით.

   წელს ქვემოთ დარტყმა ძალიან მტკივნეულია, რადგან ის ხვდება იმ ადგილას, სადაც მამაკაცებს აქვთ "მამაკაცური ღირსება", რაც გადატანითი მნიშვნელობით პენისს ნიშნავს. "ევროპაში ღირსებით" ქართველები არ შეუშვეს, რადგან იქ — ათობით ლგბტქი+ გენდერია, საქართველოში კი კანონით მხოლოდ ორი სქესია — მამრობითი და მდედრობითი. სანამ ტრამპმა აშშ-ში სხვადასხვა გენდერის ხსენება არ აკრძალა, საქართველოში გენდერული თანასწორობის თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასობით მილიონი დოლარი და ევრო (გრანტები) იშოვეს. "ჩვენთან დასავლეთში, პირველ რიგში, ყველაზე გულუხვად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის პროექტებს აფინანსებენ, შემდეგ კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის პროექტებს", — მითხრა IRI-ს ოფისის პირველმა ხელმძღვანელმა საქართველოში, როცა დილით მარტონი ვცურავდით "ლაგუნა ვერეში".

   ყოველივე ამას იმიტომ ვყვები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება საქართველოში, რომელიც საკუთარ თავს პოლიტიკურ ოპოზიციას უწოდებს, ცნობილია თავისი „არასპორტული“ საქციელით, მაგრამ დღემდე არ არის დისკვალიფიცირებული — ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების რეგისტრაცია, რომლებიც ღიად ურტყამენ ქართულ სახელმწიფოს „წელს ქვემოთ“, არ არის გაუქმებული. არ გააჩნიათ რა მამაკაცური ღირსება, რათა დაამარცხონ მეტოქე — ხელისუფლება, რომელიც ამომრჩეველთა უმრავლესობას წარმოადგენს — პოლიტიკური მეთოდებით, ისინი „წელს ქვემოთ დარტყმებს“ ახორციელებენ: შეურაცხყოფენ და სიძულვილის ენის გამოყენებით აქეზებენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლებისა და ერთმანეთის წინააღმდეგ, ეწევიან საბოტაჟსა და ჯაშუშობას უცხოური სპეცსამსახურების დავალებით და აწყობენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს ევროპული სტრუქტურების ფულითა და შეკვეთით (რადგან ამერიკული – USAID, NED და სხვა ტრამპმა აკრძალა), ასევე აქეზებენ საქართველოს წინააღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობას (ოპოზიციის ლობისტი – კონგრესმენი ჯო უილსონი, ანტიქართული კანონპროექტის „Megobari Act“-ის ავტორი, სანქციების ინიციატორი და „აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ ხელმძღვანელი).

   მაგრამ ყველაზე მტკივნეული „წელს ქვემოთ დარტყმა“, რომელიც მრავალეროვან საქართველოს შეუძლიათ მიაყენონ უცხოელმა აგენტ-კოლაბორაციონისტებმა, ეს არის შოვინიზმი, ეთნიკური შუღლის გაღვივება საქართველოში, სადაც საუკუნეების განმავლობაში მეგობრულად ცხოვრობდნენ მრავალი ეროვნების მოქალაქეები. დღეს საქართველოს მტრებმა, რომლებიც ცდილობენ დაამხონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მოახდინონ ბიძინა ივანიშვილის ქონების ექსპროპრიაცია, მიმართეს უკანასკნელ იარაღს — კულტივირებენ შოვინიზმს, ქართველების სიძულვილს არაქართველების მიმართ — სომხების, აზერბაიჯანელების, რუსების, ასევე სხვა ხალხების მიმართ, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს დებენ და ეკონომიკური პარტნიორობის პროექტებს ახორციელებენ.

ჩამოვთვლი ადგილობრივი შოვინისტების მხოლოდ რამდენიმე პროვოკაციულ კამპანიას: აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, რომლებმაც თითქოსდა წაართვეს ქართველებს დავით გარეჯის ლავრა; სომხების წინააღმდეგ, ბოლო მაგალითია — სამარცხვინო დახვედრა, რომელიც მოუწყვეს მოჭიდავე ცარუკიანს RAF-ის ტურნირზე თბილისში; რუსების წინააღმდეგ, რუსი ტურისტი ქალების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში გასულ კვირას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, მის ეკონომიკას, ანუ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას არანაკლებ საფრთხეს უქმნის შოვინისტური თავდასხმები ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორებზე - როგორც ტრადიციულებზე (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი), ისე ახლებზე (ჩინეთი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები). მაგალითად, საქართველოში ატეხილია ისტერიული კამპანია „არაბების მიერ ქართული მიწების მიტაცების“ წინააღმდეგ, თუმცა სინამდვილეში არაბი ბიზნესმენი 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას დებს ორი მშვენიერი თანამედროვე დასახლების მშენებლობაში (რომლებიც არ ჰგავს დამახინჯებულ თბილისს), სადაც თითქმის ყველა ბინა ნაყიდია... ქართველების და არა არაბების მიერ! არაფერს ვამბობ ამ კომპლექსების მშენებლობაზე შექმნილ ახალ სამუშაო ადგილებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან. მხოლოდ იდიოტს ან მტერს შეუძლია ხელი შეუშალოს თავის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომლის მიღებითაც ნებისმიერი სახელმწიფო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული!

მხოლოდ გენმოდიფიცირებულ ქართველს, კასტრატს ან იმპოტენტს, რომელსაც მამაკაცური ღირსება აქვს წართმეული, შეუძლია ხელი აღმართოს ქალზე, ვინც არ უნდა იყოს იგი და რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს! შოვინისტები, რომლებსაც ეშინიათ მიუახლოვდნენ რუს ჯარისკაცებს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „საზღვრებზე“, სცემენ რუს ქალებს კახეთის სასტუმროში - იმის მაგივრად, რომ სუფრასთან მიიწვიონ და სიყვარულის სადღეგრძელო დალიონ! შოვინისტები სუფრასთან სამშობლოს სადღეგრძელოს სვამენ, მაგრამ ეშინიათ ხელში ავტომატი აიღონ და დაიცვან საქართველო! მათ არ წაუკითხავთ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ამიტომ სტუმრებს უსტვენენ, აგინებენ და სცემენ, ნაცვლად იმისა, რომ ღვინით სავსე ფიალით დახვდნენ.

თუ ასე გაგრძელდება მომავალშიც, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ტურისტები დატოვებენ საქართველოს – ვის სჭირდება თავისივე ფულით ასეთი შეურაცხმყოფელი „სერვისი“?! - და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდობით დოლარს დაკარგავს (როდესაც ქმნი ბიუჯეტის საშემოსავლო მუხლებს, რომელთა ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმია, კეთილი ინებე და უზრუნველყავი შესაბამისი პოლიტიკური პირობები სახელმწიფოს გარეთ და შიგნით!); რუსეთი და აზერბაიჯანი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორები, რომლებიც ენერგომატარებლების ექსპორტს ახდენენ და ქართული პროდუქციის იმპორტს ეწევიან, გადახედავენ კონტრაქტების პირობებს და მერე ნუ გაგვიკვირდება, როცა „შუქი წავა“; სომხები და აზერბაიჯანელები შეწყვეტენ ქართველების ძმებად მოხსენიებას, როგორც ეს დიდი ხნის წინ შეწყვიტეს აფხაზებმა და ოსებმა, და თავიანთ მზერას მთლიანად მეზობლად მდებარე ისტორიული სამშობლოებისკენ მიმართავენ...

ამიტომ, მამაკაცურ ღირსებას მოკლებული ყოველი შოვინისტი, რომელიც ქართველ ხალხს „წელს ქვემოთ ურტყამს“, ღვინის სმას არ იმსახურებს, მხოლოდ შარდის!

P.S. პრემიერმა კობახიძემ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, აბსოლუტურად ზუსტად შეაფასა რუს ტურისტ ქალთან მომხდარი ინციდენტი, როგორც აგრესია და მტრული თავდასხმა, რომელსაც ტირაჟირებენ უცხოელი აგენტები პროვოკაციული მიზნებისთვის - რათა საქართველოში დაძაბულობა შექმნან და სიძულვილი გააღვივონ.

     არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 26 ივლისი
საქართველო, თბილისი