სამართალი
თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“, წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე წუხელ ლაგოდეხთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მომხდარ ინციდენტზე საგარეო უწყებას დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.
საფაროვას ინფორმაციით, გუშინ საზღვარზე აზერბაიჯანელებმა მას ჩამოართვეს მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართული სექტორების დახურვისკენ იმ საბაბით, რომ არ არსებობს ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები.
დიმიტრი ლორთქიფანიძე საგარეო უწყებას მიმართავს და აღნიშნულთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.