საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. კიევის პოზიციის გათვალისწინებით უკრაინის კონფლიქტის „გაყინვა“ შეუძლებელია, განაცხადეს კრემლში
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის წინადადებას გამოეხმაურა, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა.
ტოკაევმა ომსკში პუტინთან შეხვედრისას რუსეთის ლიდერს შესთავაზა კონფლიქტის „გაყინვა“ და სტამბული 2.0-ის ფორმულაზე დაბრუნება, რადგანაც იქ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული.
დაუბრუნდეს
„მან დაწვრილებით უამბო მას ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ“, – განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.
პესკოვმა დასძინა, რომ კიევის პოზიციის გათვალისწინებით უკრაინის კონფლიქტის „გაყინვა“ შეუძლებელია, მოსკოვისთვის კი მთავარ პირობად საკუთარი მიზნების მიღწევა რჩება.
sputnik-georgia.com