უცხოეთი
სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი იყო მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი რეპრესიებისა და ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. სირიის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ვერდიქტი არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა ასადის რეჟიმის მიერ დაზარალებული მილიონობით სირიელისთვის.