აქტუალური
რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. თბილისში, რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციის სრული ჩანაცვლება მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად ტარდება წყალმომარაგების, გაზმომარაგების ქსელებსა და სანიაღვრე სისტემებზე, რაშიც კომპანიათბილისი ენერჯიცსრული დატვირთვით არის ჩართული. დედაქალაქის მერის კახა კალაძე-ს თქმით, რუსთაველის გამზირზე ათეულობით წლის განმავლობაში ამორტიზებული კომუნიკაციები სრულად განახლდება, რის შემდეგაც დაიწყება ზედაპირული საფარის მოწყობა.