სამართალი
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხა დაცვის მხარის ცალკეული მოწმეები, მათ შორის ირაკლი უსოიანი. პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, „საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ადასტურებს ოთარ ფარცხალაძე-ს მონაწილეობას აღნიშნულ მძიმე დანაშაულში“.