საზოგადოება
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძე-ს განცხადებით, „მედიკამენტ „ტრიკაფტას“ დანერგვა ბევრი ბავშვისთვის და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის“. ამასთან, მიხეილ სარჯველაძე-მ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო აგრძელებს იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერას და მათ უზრუნველყოფას ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებითა და მკურნალობის კურსით“.