საზოგადოება
სტეფანწმინდა-გველეთის გზაზე საქართველოში ყველაზე გრძელი, ორკილომეტრიანი ხიდი აშენდება

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ყველაზე გრძელი, ორკილომეტრიანი ხიდი აშენდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი ხიდი მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას წელიწადის ნებისმიერ დროს. მინისტრის ირაკლი კარსელაძე-ს თქმით, აღნიშნული პროექტი არის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გაუმჯობესების სტრატეგიული ნაწილი, რომელიც უახლესი ინჟინრული სტანდარტების დაცვით განხორციელდება.