საზოგადოება
სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში მათი მიწოდება დაიწყება

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია და მათი მიწოდება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში უახლოეს დღეებში დაიწყება.

კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება, ხოლო II-VI კლასელებისთვის მიღება ორ ეტაპად გაგრძელდება.