აქტუალური
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე მონიტორინგი განახორციელა და კონტრაქტორ კომპანიას სანქციები დააკისრა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, „ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დააჯარიმდა“. დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ „მერია მკაცრად გააკონტროლებს სამუშაოების ხარისხსა და ვადებს, ხოლო დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდება“.