აქტუალური
ვიდეოკამერებით სიჩქარის გადაჭარბების დაფიქსირებისას მძღოლებს ქულები შეუმცირდებათ

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დახვეწას გეგმავს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკვე არსებული რეგულაციის უფრო ეფექტურად ამოქმედებისთვის მთავრობა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გაუმჯობესებასა და ტექნიკურ განახლებას ახორციელებს.