აქტუალური
ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინსპექტირება განახორციელა.

სააგენტოს ცნობით, ზუგდიდში, სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რის გამოც საწარმოო პროცესი შეჩერდა. უწყების განცხადებით, ბიზნესოპერატორს დაეკისრა ჯარიმა და დაევალა გამოვლენილი დარღვევების სრული აღმოფხვრა საწარმოო საქმიანობის განახლებამდე.