სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წარედგინათ

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე სამ პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.

სამართალდამცველების ცნობით, პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო გამოძიება კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დაკისრებას ითვალისწინებს.