სამართალი
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიება ჩაატარეს.
პოლიციის ინფორმაციით, „ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა, რომელიც დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდა“. უწყებაში აღნიშნავენ, რომ „დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება“.