საზოგადოება
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურიის რეგიონში წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.
უწყების ცნობით, „ექვსი მოქალაქე, რომლებიც ტყის მასივში იყვნენ დაკარგული და რთული რელიეფის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს“. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ „ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.