საზოგადოება
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში აკვატორიაში ახალი ტექნიკა შედის.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, „აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი შემოვა“. უწყებაში აღნიშნავენ, რომ „ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს, რაც ნავსადგურის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას უზრუნველყოფს“.