საზოგადოება
ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში აგრარული სექტორისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო, სადაც ადგილობრივი კულტურების გენოფონდი დაცული იქნება. სპეციალისტთა თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქართული აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სამეცნიერო კვლევების გაღრმავებას.