სამართალი
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება.

ძმები კრიმინალურ წრეებთან არიან დაკავშირებული. ისინი წუხელ დააკავეს - ერთ-ერთი მათგანი სასტუმროში, მეორე კი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.

გამოძიების თანახმად, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს, მას პირად დაცვასთან ერთად ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ედება ბრალი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.