აქტუალური
თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. მანჩესტერში პარტნიორი პარტიის ხელმძღვანელის სტატუსით მიწვეული „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს შეხვდა. მათი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში გაიმართა.
კემერონმა, ასევე, აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რომ დასავლეთი ერთმნიშვნელოვნადაა დაინტერესებული, ქვეყნის დემოკრატიულმა განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, საუბრის დასასრულ მხარეები რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის თემასაც შეეხნენ.