საზოგადოება
რუსეთში თავშესაფრის თხოვნით ყველაზე მეტი განაცხადი უკრაინის მოქალაქეებმა შეიტანეს

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. მიმდინარე წელს უკრაინელებმა რუსეთში თავშესაფარი სხვა უცხოელებზე ხშირად მოითხოვეს, იუწყება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ნახევარი წლის განმავლობაში სულ 2 562 მიმართვა შევიდა, საიდანაც 1 386 უკრაინიდანაა, 427 – სირიიდან, ხოლო 97 – ავღანეთიდან. თავშესაფარს ასევე ითხოვდნენ ირანის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.

ამასთან, გასულ წელს მსგავსი თხოვნით 8 820-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 4 111-მა პირველ ექვს თვეში. ყველაზე მეტი განცხადება უკრაინელებისაგან (1 140) და სირიელებისაგან (1 841) შევიდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან დღემდე რუსეთში თავშესაფარი 93 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ მოითხოვა.