უცხოეთი
საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ექსპორტი თვიურ ჭრილში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 35-ჯერ.
საქართველომ ოქტომბერში რუსეთის ფედერაციაში ვაშლის წვენის ექსპორტი რეკორდულ 2,4 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემები.
შესყიდვები თვიურ ჭრილში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 35-ჯერ.
ამასობაში, თავად ვაშლის მიწოდება თვიურ ჭრილში თითქმის სამჯერ გაიზარდა და 612.200 დოლარს მიაღწია, ხოლო წლიურად ექსპორტი იმავე რაოდენობით შემცირდა.
გარდა ამისა, თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ციტრუსის წვენების იმპორტი განახლდა და 88.000 დოლარს მიაღწია (აპრილში 56.100 დოლართან შედარებით).
sputnik-georgia.com