აქტუალური
თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.
ვაშაკიძემ სხვა კომენტარის გაკეთება, მითუმეტეს, ივანიშვილის განცხადების კომენტირება, არ ისურვა და ჟურნალისტის კითხვა, ფაქტობრივად, უპასუხოდ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ვაშაკიძის მსგავსად, ივანიშვილის განცხადებებსა და ხედვებზე კომენტარის გაკეთებას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ერიდებიან. ჯერჯერობით მმართველი გუნდის არცერთ წარმომადგენელს სერიოზული და ვრცელი კომენტარი ბიზნესმენსა და მის გეგმებთან, ასევე, ხედვებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.