აქტუალური
თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მერია მოსახლეობას სატრანსპორტო ვაუჩერებს სთავაზობს.
მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 17 ოქტომბრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე სასურველი მეტროსადგურის სალაროში გაააქტიუროს ბარათზე კუთვნილი 5 ლარი.
თბილისის მერი გიგი უგულავა მეტროს სადგურ „ავლაბარს“ ესტუმრა და თბილისელებს სიახლე პირადად გააცნო.