აქტუალური
თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ მინიონი დღეს თბილისში დაგეგმილ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციასა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
27 ოქტომბერს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
ჟან-კლოდ მინიონი საქართველოს 28 ოქტომბერს დატოვებს.