აქტუალური
თბილისი, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბის წევრები დღეს უკრაინელ მეწარმეთა დელეგაციასთან შეხვედრას გამართავენ.
უკრაინელი ბიზნესმენებისთვის პრეზენტაციები გაიმართება საქართველოში ბიზნესსაქმიანობის წარმართვის პირობებისა და უპირატესობების შესახებ. მოეწყობა ქართველ ბიზნესმენებთან ორმხრივი შეხვედრები.
ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბის უკრაინელ მეწარმეებთან შეხვედრას საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები დაესწრებიან.