აქტუალური
თბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღეა, „ქართუ ბანკში“ მოქალაქეები საბანკო ანგარიშების გასახსნელად და ბიზნესმენ-პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად მიდიან. ბანკთან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იკრიბება და გარდა ანგარიშების გახსნისა, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას აწერს ხელს.
„ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელ ელზა ნაბახტეველის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ბანკში სამი დღის განმავლობაში ანაბარი და ანგარიში 3000-მდე ადამიანმა გახსნა. „პოეტ დავით მაღრაძის ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მოქალაქეები, ძირითადად, ანგარიშებს ხსნიან, სადაც სიმბოლური თანხის შეტანა შეუძლიათ, თუმცა არის ანაბრებიც, რომლებზეც მოქალაქეებს შედარებით მოზრდილი თანხა შეაქვთ“, – განაცხადა ნაბახტეველმა.