აქტუალური
ანქვაბი ჰოსპიტალიზებულია?

ankvab2222თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“ გალის რაიონის მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება,აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სააგენტოს გალის რაიონიდან აცნობეს, მოარული ხმების თანახმად, ანქვაბს თავის არეში კიბო აღმოაჩნდა.

„ანქვაბის ავადმყოფობაზე ბოლო რამდენიმე დღეა, ალაპარაკდნენ. რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით, თუმცა მის ავადმყოფობაზე ახლობლებიც საუბრობენ“, - განმარტავს წყარო.

აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს კონფლიქტოლიგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც, მისივე განმარტებით, აფხაზურ მხარესთან ბოლო კონტაქტი გუშინ ჰქონდა, თუმცა მსგავსი არაფერი გაუგია.