აქტუალური
აქცია მესტიის საგანძურის გადასარჩენად

aqciaa-mestiaთბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. მესტიაში დაცული საქართველოს საგანძურის გადასარჩენად დღეს აქცია 13:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიებაში საგანძურის გადასარჩენად შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ის პირები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საგანძურის გაურკვეველი ბედით არიან შეწუხებული.

როგორც ცნობილია, სვანეთის საგანძური, რომელიც წლების განმავლობაში მესტიის ერთ-ერთ ტაძარში იყო დაცული, ამჟამად კონტეინერებში ინახება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოვიდა ინიციატივით, რომ საგანძური დროებით მაინც მესტიის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში გადააბრძანონ, თუმცა შეთავაზებაზე ხელისუფლების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.