აქტუალური
თბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ქუთაისში მთავრობის ახალი სახლი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომას უმასპინძლებს.
თუმცა მანამდე დაგეგმილია ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის დაწყების საზეიმო ცერემონია და ქუთაისში მთავრობის სახლის ოფიციალური გახსნა.
17:00 საათზე კი მთავრობის პირველი სხდომაა დანიშნული.