აქტუალური
თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
„განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ხალხთა შორის ურთიერთობებს. წელს სომხეთ-საქართველოს საზღვარი 600 000 ადამიანმა გადმოკვეთა. ახლა საზღვრის გადაკვეთა მარტივდება და ჩვენ გვექნება ისეთი გამჭვირვალე საზღვარი, როგორიცაა, ვთქვათ, ევროპაში შვეიცარია-საფრანგეთის. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები მეზობლებს შორის, ურთიერთობების თვალსაზრისით, სამაგალითოა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო დელეგაციებს შორის საგარეო, ეკონომიკისა და სასაზღვრო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა.