აქტუალური
თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის გარშემო არცთუ დიდად განათლებულმა და ერის მოყვარულმა ხალხმა მოიყარა თავი“.
„ბიგვავას რაღაც იდეოლოგის ფუნქციები აქვს. როგორც თვითონ აცხადებს, თურმე ზურაბ ჟვანია აღუზრდია. მაპატიეთ, მაგრამ ძალიან ცუდად აღუზრდია, ეტყობა, ხეზე ასვლა არ ასწავლა! ეს კაცი თავის თავზე გაიძახის, ფსიქოლოგი ვარო. ზოგი ამბობს, ფილოსოფოსი ვარო, მაგრამ მე მაგათი დაწერილი არაფერი წამიკითხავს“, – აღნიშნა ჯაველიძემ.
რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს, ჯაველიძე ალასანიას პარტიაზე საუბარს თავს არიდებს, „რესპუბლიკელებს“ კი გამოკვეთილად ანტიეროვნულ ძალად მოიხსენიებს.